მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Axis Towers-ის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა განთავსდება (ფოტო)

5796173af17c2
BM.GE
25.07.16 17:38
2161
Axis Towers საფეხმავლო ქუჩას ქმნის, რომელიც დააკავშირებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შენობის პირდაპირ, რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც განთავსდება პრემიუმ კლასის კაფე-რესტორნები

ჭავჭავაძის გამზირის პარალელურ და ასევე, გალაკტიონის ძეგლის გარშემო წრიული ფორმის სამანქანო გზები შეიქმნება, რომლითაც ისარგებლებენ Axis Towers-ში მომსვლელი ნაკადები, რაც ხელს შეუწყობს ჭავჭავაძის გამზირზე შეუფერხებელ მოძრაობას. ამავე გზებით შეეძლებათ ისარგებლონ ჭავჭავაძის გამზირიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს;

შეგახსენებთ, რომ  „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმროს 234 ნომერი, ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს. სასტუმროში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები