მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Axis Towers-ში ახალი მულტიბრენდული მაღაზია PRINCIPE იხსნება - რას შესთავაზებს ობიექტი მომხმარებელს?

PRINCIPE

15 ოქტომბერს, Axis Towers-ში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №37მ-ზე, კომპანია Gtex ახალ იტალიურ მულტიბრენდულ მაღაზია PRINCIPE-ს გახსნის. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ქეთევან რამიშვილმა განაცხადა.

ობიექტში, რომელიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით იხსნება, წარმოდგენილი იქნება პრემიუმ კლასის ბრენდების მამაკაცისა და ქალის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. მათ შორის — HUGO BOSS სასაჩუქრე აქსესუარების ხაზით, ხოლო BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI და POLICE - ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების გამორჩეული ასორტიმენტით.

PRINCIPE მულტიბრენდული კონცეფციის მაღაზიაა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო, ევროპულ ბრენდებს. გვჯერა, რომ მაღაზია წარმატებას მოიპოვებს ქართულ ბაზარზე, რადგან წარმოდგენილი ბრენდები მსოფლიო მასშტაბით უკვე დამკვიდრებულია პრემიუმ სეგმენტში. გარდა ამისა, PRINCIPE განსაკუთრებულად სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს მომხმარებელს - ფასები იქნება იდენტური იტალიაში არსებულთან, რაც ამ კატეგორიის ბრენდებს ქართულ გარემოში განსაკუთრებით ხელმისაწვდომს გახდის“ - აღნიშნა ქეთევან რამიშვილმა და დასძინა, რომ ახალი მაღაზია Axis Towers-ის G სართულზე განთავსდება. საწყის ეტაპზე, ობიექტი დაახლოებით 10 თანამშრომელს დაასაქმებს. თუმცა, მისივე პროგნოზით, სამომავლო პერსპექტივაში ციფრი აუცილებლად იქნება მზარდი.


აღსანიშნავია, რომ PRINCIPE არის იტალიური მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი და უკვე 60 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა: HUGO BOSS, BIKKEMBERGS, Christian Lacroix, CERRUTI 1881, BALDESSARINI, POLICE.

PRINCIPE ქმნის ტყავის ნაწარმს, ფეხსაცმელსა და მოდურ აქსესუარებს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ბრენდის თითოეული ნივთი გამოირჩევა ტიპური იტალიური დიზაინითა და უმაღლესი ხარისხის წარმოებით, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ PRINCIPE-ს საქართველოში ოპერირებას კომპანია Gtex უზრუნველყოფს, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს მოდისა და ავეჯის ინდუსტრიის 7 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 30-ზე მეტ მაღაზიას ქვეყნის მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები