თბილისის ახალი ლენდმარკის, „Axis Towers-ის“ შავ კოშკში დედაქალაქში ყველაზე დიდი, 17,000 კვ.მ-ზე გაშლილი A კლასის ბიზნესცენტრი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ის, ამავდროულად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სტატუსს ატარებს. ეს რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქართული, არამედ „Axis Towers-სთან“ დაკავშირებული ყველა ბიზნესის ურთიერთკავშირს საერთაშორისო დონეზე. რაც შეეხება შენობის მეორე ანუ თეთრ კოშკს, ის მთლიანად საცხოვრებელი დანიშნულებისაა.