მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი - მარია ზახაროვა "აგენტების შესახებ" კანონპროექტზე

640856ac883be
გიგა ბენია
08.03.23 13:29
1579

„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით მიღებასა და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას გუშინ ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, კანონის საბოლოოდ მიღებამ, შესაძლოა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას სერიოზული შედეგი მოჰყვეს.

ჯოზეფ ბორელის განცხადებას მარია ზახაროვამ უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი საკუთარ „ტელეგრამ“ გვერდზე წერს:

„ბორელიმ განაცხადა, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ჯერ კიდევ ევროკავშირში - ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“ , - წერს მარია ზახაროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები