მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახლა თუ დავიკეტებით, ყველაზე აქტიური სეზონი ჩავარდება“ - „Snap Fitness“-ის დირექტორი

606ec013bebd7
ნუცა ბაზლიძე
09.04.21 09:00
1069
დაახლოებით ერთი თვეა, რაც სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს. როგორც „Snap Fitness“-ის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მათთვის გახსნა საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან მომხმარებელთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. 

„ასეთ აქტიურობას არ ველოდით, რადგან პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ გახსნისას მოთხოვნა მცირე იყო“, - აღნიშნავს სოფო სოლოღაშვილი და დასძენს, რომ ტარიფები სიმბოლურად, 5 ლარით გაზარდეს, თუმცა ფასების ცვლილებას კომპანია ისევ განიხილავს.

„ახლა აბონიმენტი 140 ლარი ღირს. 149-მდე გაიზრდება მაშინ, როცა „კომენდანტის საათი“ მოიხსნება და მომხმარებლები სრული დატვირთვით შეძლებენ ვარჯიშს“, - აღნიშნავს სოფო სოლოღაშვილი და მოსალოდნელ მესამე ტალღის გავლენის შეფასებისას განმარტავს:

„ეს ჩვენი ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება. გახსნისას ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი გვჭირდება. ახლა თუ დავიკეტებით, ყველაზე აქტიური სეზონი ჩავარდება. არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ უნდა შეძლოს ბიზნესმა ფეხზე წამოდგომა“, - ამბობს სოლოღაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები