მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლადდანიშნული ნოტარიუსების რეგიონში საქმიანობის დასაწყებად, 2017 წელს 100 000 ლარი გამოიყო

591d47caf28c6
ნინო კვინტრაძე
18.05.17 11:00
992
ახლადდანიშნული ნოტარიუსების რეგიონში საქმიანობის დასაწყებად, 2017 წელს 100 000 ლარი გამოიყო. ნოტარიუსთა რეფორმის ფარგლებში, ახლად დანიშნულიო ნოტარისუების დასახმარებლად 2016 წელს გადაირიცხდა 56 992 ლარი. დახმარება გულისხმობს ყოველკავრტალურ ფინანსულ დახმარებას - 450 ლარი და სანოტარო ბიუროს ან საცხოვრებელი ფართის ქირას - 250 ლარი.

ნოტარიუსთა პალატაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე (2016-2017 წლები) ნოტარიუსები 17 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ: ქარელი, ქედა, წყალტუბო, ამბროლაური, ლენტეხი, წალკა, ბორჯომი, დედოფლისწყარო, მესტია, ახალქალაქი, ონი, ცაგერი, თიანეთი, ბაკურიანი, ვანი, ასპინძა, სოფელი სართიჭალა.
კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან.

სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მათ საქმიანობის გაგრძელება მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.

„ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში უწევს შესაბამის დახმარებას სანოტარო საქმიანობის სრულფასოვნად განსახორციელებლად. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს. ნოტარიუსთა დანიშვნის წესი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, ესპანეთი...) მოქმედებს“, - განმარტავენ ნოტარიუსთა პალატაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები