მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახმეტელის მეტროში ტურნიკეტების დამატებით გამტარუნარიანობა 40%-ით გაიზარდა - ხმალაძე

6464a12357fd4
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 14:30
567
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ სამი ტურნიკეტის დამატებით, გამტარუნარიანობა 40%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ "ახმეტელის" მეტროთი მგზავრობისას მეტროს ზედა ვესტიბიულსა და მის გარეთ შეჯგუფება ხდებოდა, რაც ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს ზრდიდა. რამდენიმე კვირის წინ მერიამ მეტროსადგურში სამი ტურნიკეტი დაამატა.

თბილისი ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ ზოგადად ამ კონკრეტულ მეტროსადგურსა და სხვა სადგურებზე უფრო ვიწრო ტურნიკეტები სექტემბრამდე დამონტაჟდება.

„ახმეტელის მეტროსთან" დაკავშირებით დილის პიკის საათში მგზავრების დაჯგუფება ხდებოდა ვესტიბიულის გარეთ, რადგან არსებული ტურნიკეტების რაოდენობა ნაკადის გატარებას ვერ აუდიოდა. ამის გამო დავიწყეთ შესყიდვა და ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული უფრო მცირე გაბარიტებიანი ტურნიკეტები შევისყიდეთ, რომელსაც სექტემბრის ბოლომდე დაგვიმონტაჟებენ.

თუმცა ვიდრე ეს მოხდებოდა, ჩვენ ტურნიკეტების განლაგების სქემა შევცალეთ, რამაც სამი ტურნიკეტის ჩამატების შესაძლებლობა მოგვცა, 7-ის ნაცვლად დღეს 10-ია. შესაბამისად, გამტარუნარიანობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა და ბოლო 10 დღეა ვაკვირდებით შეჯგუფება აღარ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ტურნიკეტი ემსახურება იმ ნაკადს, რომელიც თავს იყრის დილის პიკი საათში ახმეტელის მეტროსთან“, - განაცხადა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები