მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახვლედიანის ქუჩაზე Ibis-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

5aa39d795ecb4
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.18 17:10
2819
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე Ibis-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. შესაბამისი განაცხადი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურშია განსახილველად შესული.

საუბარია ახვლედიანის ქუჩა N22-ში არსებულ 1269 კვ.მ. ფართობზე, სადაც სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

აღნიშნული ობიექტი პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროსთვის ფარგლებში" აუქციონზე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს აუქციონზე ჰქონდა გამოტანილი. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, უძრავ ქონებაზე განახორციელებინა სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.

მერიაში შეტანილი განაცხადის მიხედვით, მიწის მფლობელად შპს „ბეტა ჯგუფია“ მითითებული.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები