მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც სასტუმრო უნდა მოეწყოს, აუქციონზე ხელმეორედ გაიყიდება

591d69dc18575
სალომე მეცხვარიშვილი
18.05.17 18:10
1428
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობა აუქციონზე ხელმეორედ გაიყიდება. "საქმის კურსს“ საქართველოს ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება არ გაფორმდა. მიზეზების შესახებ უწყებაში ვერ საუბრობენ, რამდენადაც მათთვის უცნობია, რატომ არ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება კომპანიის მხრიდან.

თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში, ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე 1269 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირობიან ელექტრონულ აუქციონზე სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით იყიდებოდა.

ქონება გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა. აპრილში აუქციონში გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, საბოლოოდ, ხელშეკრულება არ გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები