თბილისის ერთ–ერთ ისტორიულ და ტურისტულად დატვირთულ ნაწილში, ახვლედიანის ქუჩა N22-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საჯარო ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აუქციონი შეეხება 1269 კვ.მ. ფართობის ტერიტორიას.
ობიექტის აუქციონზე გამოტანის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

























