მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზა ჩილაჩავას 1-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

აზა ჩილაჩავა

სასამართლომ 71 წლის დევნილი აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას გზის სავალ ნაწილზე დგომასა და პირბადის კეთებას ედავებოდა. იმის გამო, რომ აზა ჩილაჩავა უკვე იყო 1 დღის განმავლობაში დაკავებული, ის სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ცვლილების საფუძველზე აქციის ათობით მონაწილე დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

მთავარი ფოტო: რადიო თავისუფლება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები