მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, "რეკლამის შესხებ" კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

5ca718143f045
დათო ჯალაღონია
05.04.19 12:55
393
პარლამენტმა "რეკლამის შესახებ" კანონს მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტით შემოთავაზებულია შეზღუდვები აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებით.

აღნიშნული რეგულაციები დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინიცირებით, გასულ წელს შევიდა პარლამენტში, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში გარკვეულ თემებზე შეუთანხმებლობის გამო, მისი კენჭისყრა მაშინ გადაიდო.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიზანია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში, ასევე, აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების აკრძალვა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები