მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის წესები მკაცრდება

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის სანქციებს ამკაცრებს. თუ კომპანია სანებართვო მოსაკრებელს დროულად არ გადაიხდის ნებართვა ავტომატურად გაუუქმდება, ნაცვლად აქამდე არსებული გასამმაგებული ჯარიმისა. ცვლილება ეხება: ონლაინ კაზინოებს, სათამაშო აპარატებს და ტოტალიზატორებს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ნებართვა გაუუქმდება, მას ბაზარზე დასაბრუნებლად სანებართვო მოსაკრებლის სრული ოდენობით გადახდა თავიდან მოუწევს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს თანხები ასე გამოიყურება: ონლაინ სამორინე წელიწადში 5 მლნ ლარი, ონლაინ სათამაშო აპარატები 1 მლნ და ონლაინ ტოტალიზატორი და თამაშების მიწოდება ასევე 1 მლნ ლარი. ამასთან, იზრდება თავად ჯარიმის ოდენობაც არსებული 7 000 ლარის ნაცვლად, სანქცია 20 000 ლარი გახდება, ხოლო მისი გასამმაგებული ოდენობა 60 000 ლარს მიაღწევს.

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები