აზარტულ თამაშებში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გადასახადისგან თავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილე უცხოელის მიერ სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა საშემოსავლო გადასახადით აღარ დაიბეგრება. რა მიზეზით ხსნის მმართველი გუნდი წარმოდგენილ ცვლილებებს და რა პოზიცია აქვს თავად სათამაშო ბიზნესს?