მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზარტული თუ მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური

61b8c9bf4693f
BM.GE
14.12.21 20:42
334
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი 76 ხმით დაუჭირეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდებასთან, თამაშების მიმწოდებელთან და არსებით პროდუქციასთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული თუ მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები