"სოკარი" საქართველოში გაზსაცავის მშენებლობას მხარს უჭერს. ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს "სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამმადოვმა პროექტში კომპანიის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ გაზსაცავი საქართველოსთვის აუცილებელია. პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ პროექტს მხარს ვუჭერთ. იმას, თუ რამდენად საინტერესო იქნება ეს საინვესტიციო კუთხით “სოკარისთვის", ჩვენი დამფუძნებლები გადაწყვეტენ. ჩვენ ამ პროექტის პრეზენტაციაში ვმონაწილეობდით, როცა ეს პროექტი იქნა წარმოდგენილი, ბიზნესპროექტის სახით. მე ვიცი, რომ სოკარის სპეციალისტებთან, შვილობილ კომპანიებთან კონსუტლაციები გაიმართა, მაგრამ ამ ეტაპზე პროექტში "სოკარის" მონაწილეობის საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა მამმადოვმა.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაზსაცავის მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადებას 2018 წელს გეგმავს.

























