მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანელებმა საქართველოში უძრავი ქონების შეძენა დაიწყეს

5a61c268206a0
BM.GE
19.01.18 15:00
1427
აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა საქართველოში უძრავი ქონების შეძენა დაიწყეს. როგორც ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოსთან ABC.AZ კომპანია Liste Development-ის წარმომადგენელი აცხადებს, გასული წლის განმავლობაში მათ მიმართა და საქართველოში უძრავი ქონება შეიძინა აზერბაიჯანის 50-მა მოქალაქემ.

"ბიუროკრატიული დაბრკოლების დაბალი დონე ქვეყანას ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის, მათ შორის, უძრავი ქონების სფეროს მიმართულებით. თბილისში სარემონტო საცხოვრებლის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე $1300-დან $3000-ს შეადგენს, ხოლო შავი ზღვის საკურორტო ზონებში უძრავი ქონების ფასი კვადრატულ მეტრზე $1600- დან $1,700-მდე მერყეობს",- აცხადებს კომპანია Liste Development-ის წარმომადგენელი.

კომპანია Liste Development საქართველოს რეგიონებში ურბანულ დაგეგმარებასა და კურორტული ზონების მშენებლობაზეა სპეციალიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები