მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ, ავითარებენ და ფორმას აძლევენ შუა დერეფანს - ასადოვი

ალი ასადოვი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და ასრულებდნენ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა.

როგორც ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს ორი ქვეყანა სანდო პარტნიორია როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მიმართულებებში.

„საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, წვლილი შეჰქონდა ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას.

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები", – განაცხადა ასადოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ, ავითარებენ და ფორმას აძლევენ ამ სტრატეგიულ დერეფანს.

"ეს არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიის და ევროპის დასაკავშირებლად. აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ, ავითარებენ და ფორმას აძლევენ ამ სტრატეგიულ დერეფანს. ჩვენი ქვეყნები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები შუა დერეფანში გეოგრაფიული მდებარეობით და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. ჩვენი ძალისხმევის გაერთიანებით, ჩვენ მუდმივად და მიზანმიმართულად ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა განვითარდეს, წავახალისოთ სასაზღვრო კვეთის პროცედურები და სატრანზიტო შესაძლებლობები.

პროექტები მოდერნიზაციის და პორტების განვითარების მიმართულებით არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი. მათ შორის, ციფრული მექანიზმების გამოყენებით. ამ ყველაფრის შედეგია, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი შუა დერეფნის ტვირთბრუნვა და გამტარობა 90%-ით გაიზარდა", - თქვა ასადოვმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები