აზერბაიჯანი ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამისი ცვლილებები „რელიგიური რწმენის თავისუფლების“ შესახებ კანონში შევა.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აზერბაიჯანის პარლამენტის „მილი მეჯლისის“ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა, იკრძალება ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების აქტივობა. ასეთი ტიპის აქტივობის შემთხვევაში ორგანიზაციებს რელიგიური ორგანიზაციის სტატუსი ჩამოერთმევათ.
კანონპროექტი განსახილვლელად პლენარულ სხდომაზე გავა.

























