მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანი გერმანიისთვის რეგიონში ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია"

5b8164064a23f
BM.GE
25.08.18 18:16
1714
„აზერბაიჯანი გერმანიისთვის რეგიონში ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.
აზერბაიჯანში ვიზიტით მერკელი პირველად იმყოფება. „ვთვლი, რომ ეს ვიზიტი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს“, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავება შეუძლია.

„აზერბაიჯანში ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის კუთხით“, - განაცხადა მერკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები