მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი ირანიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტის საკითხს განიხილავს

57c3f1f728835
BM.GE
29.08.16 12:20
1204
აზერბაიჯანი ირანიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტის საკითხს განიხილავს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს, რომ პროექტის განხორციელება ტრანსანატოლიურ მილსადენში ირანის ჩართვით იქნება შესაძლებელი. TANAP-ის პროექტში ირანის ჩართვის შესახებ საუბარი გასულ წელს დაიწყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR მაშინ აცხადებდა, რომ მომგებიანი შეთავაზების შემთხვევაში, ირანისთვის TANAP-ის მილსადენი ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტი იყო ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.

TANAP-ის პროექტში ირანის ჩართვის შემთხვევაში ამ გაზსადენით ევროპისათვის გაზის მიწოდების მოცულობა რამდენჯერმე გაიზრდება.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები