მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი კადიროვის შეთავაზებაზე, რომ დაეხმარება დაღუპულთა ოჯახებს, უარს ამბობს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეთავაზებაზე ფინანსურად დაეხმაროს სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, უარს ამბობს. ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ არ მიიღებენ რაიმე სახის დახმარებას.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების შედეგად ჩამოვარდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანიის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები