აზერბაიჯანი, საქართველო და ირანი სარკინიგზო გადაზიდვების საკოორდინაციოდ სამუშაო ჯგუფს შექმნიან. ამის შესახებ "აზერბაიჯანის რკინიგზა" იუწყება.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება თბილისში სამი ქვეყნის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტლება,შეიუმუშაონ საკონტეინერო მარშრუტი - ფოთი/ბათუმი -ასტანა- ფოთი/ბათუმი; სამომავლოდ კი გაზვინი - თეირანი/ბანდარი - აბასი-გაზვინის მიმართულებით.
"რკინიგზის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზღვაო გადაზიდვების ფასების ოპტიმიზაციისთვის მოლაპარაკებები საზღვაო გადამზიდავებთან აწარმოონ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატვირთო გადაზიდვების საკითხი სპარსეთის ყურიდან და ინდოეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში“,-წერს აზერბაიჯანული მედია.

























