აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"მეგობარო და ძმაო, გულწრფელად ვულოცავთ ქართველ ხალხს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს!
მჯერა, რომ ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რომელიც ჩვენი ერების ნებითა და ორივე ქვეყნის ლიდერების ძალისხმევის შედეგად ისტორიულად გაძლიერდა, განვითარდა და განმტკიცდა, ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობა კი ორივე ქვეყნის ხალხების კეთილდღეობასა და ჩვენი ქვეყნების წინსვლას ხელს შეუწყობს.
მეგობარ და ძმა საქართველოს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებთ",- ნათქვამია გავრცელებულს განცხადებაში.