მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი საქართველოს მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - რით ვვაჭრობთ?

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი საქართველოს მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 5.6% მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 14%-იანი ვარდნაა.

ექსპორტი აზერბაიჯანში

საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში ექსპორტმა გასულ წელს 724.5 მლნ დოლარი შეადგინა, რითაც მან მესამე ადგილი დაიკავა საექსპორტო პარტნიორებში, ჯამურ იმპორტში 11%-იანი წილით. აღსანიშნავია, რომ ექსპორტი წლიურად 15.9%-ით შემცირდა.

აზერბაიჯანში ექსპორტირებული TOP-5 საქონელი შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $290.1 მლნ;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $50.2 მლნ;
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - $38.1 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $31.9;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $27.2 მლნ.

იმპორტი აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანი საიმპორტო პარტნიორებში მეექვსეა და მასზე მთლიანი იმპორტის 3.5% მოდის. გასულ წელს 10.9%-იანი კლების შემდეგ, იმპორტმა 583.6 მლნ დოლარი შეადგინა.

TOP 5 საიმპორტო საქონელი ასეთია:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $254.3 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $76.1 მლნ;
  • ცემენტი - $60.7 მლნ;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $32.2 მლნ;
  • მსუბუქი ავტომობილები - $13.8 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები