მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანიდან ბენზინის შემოტანას დავიწყებთ - ვახტანგ იობაშვილი

საწვავი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საქართველო Euro 5-ის სტანდარტის ბენზინს აზერბაიჯანიდან შემოიტანს. როგორც ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან აღნიშნავს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმპორტი, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება. მისი თქმით, აზერბაიჯანულ ბაზრის განახლება, საწვავის სფეროს სტაბილურობას მოუტანს.

"ბენზინის საწვავის ახალი ტექნიკით აღჭურვა დღემდე მიმდინარეობს. გვპირდებიან, რომ აზერბაიჯანიდან ბენზინის მოწოდება მალე აღდგება. დაახლოებით, ამ თვეში. ქართული სანავთობო ბაზრისთვის დიდი შვება იქნება. ეს არა მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებულებას, არამედ ფასსაც შეამცირებს. აღარ იქნება, ვიღაცას რაღაც მოუვიდა თავში და გადაკეტა მოწოდება [იგულისხმება რუსეთი]. ბაქო-თბილისის მანძილი 500 კილომეტრამდეა. 2000 კილომეტრიდან წამოღებული უფრო ძვირია თუ 500-დან? ლოგისტიკა შედარებით იაფი დაგვიჯდება", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

BMG-ის Socar Georgia Petroleum-ში უდასტურებენ, რომ აზერბაიჯანიდან ბენზინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანიის დირექტორი კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაზუსტებულ ინფორმაციას ველოდებით. ვერ გეტყვით, რა პერიოდში დაიწყება. ძალიან მცირე ინფორმაცია მაქვს სწორი არ იქნება, გავაჟღერო. დაზუსტებული ერთ-ორ თვეში იქნება, აზერბაიჯანიდან ბენზინის შემოტანას შევძლებთ თუ არა. ზოგადად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი და კონკურენციაა, მით უფრო აისახება მომხარებლის ჯიბეზე. რაც უფრო მეტი შეთავაზება ექნება ქართველ მომხმარებელს, ეს მხოლოდ კარგია", - აცხადებს ნოდარ ყანჩაველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები