მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანის ავიახაზები" საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

58c292cb57e74
BM.GE
10.03.17 15:48
1375
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით კვირაში 8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაამატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა.

დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები