მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სოციალურ ქსელებში ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალურ ანგარიშებზე კიბერშეტევა განახორციელეს.

სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შესაბამისი სტრუქტურები ამ თავდასხმების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომას იღებენ.

როგორც ირკვევა, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები