მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მიმოვიხილეთ - ღარიბაშვილი

61545831f3d92
ინგა მურუსიძე
29.09.21 16:23
406
ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები მიმოიხილა.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები