ბოლო წლებში აზერბაიჯანში კრიზისის შედეგად საბანკო სექტორში სამუშაო ადგილი 14 ათასმა თანამშრომელმა დაკარგა. Report-ის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის საბანკო-სასწავლო ცენტრის ასოციაციის დირექტორმა ჯავანშირ აბდულაევმა ბაქოში მეორე საბანკო ფორუმზე განაცხადა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბანკები სათანადოდ არ აფასებენ შიდა პერსონალს და სამუშაო ძალს გარედან იზიდავენ, - მაგალითად, მენეჯერებს.
"მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია ტალანტების იდენტიფიცირება და მომავალი მენეჯერების მომზადება, სამუშაო ძალის გარედან მოზიდვა, ბანკის თანამშრომლებში დემოტივაციას იწვევს, ამიტომაც შიდა გადამზადების პოტენციალის განვითარება არის აუცილებელი", - ამბობს აბდულაევი.

























