აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოს ტოვებს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბანკი რამოდენიმე შვილობილი ბანკის დახურვას გეგმავს, მათ შორის საქართველოში. ბანკი ხურავს მოსკოვის ფილიალსაც.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის. 2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს“ სახელით ახორციელებს საბანკო საქმიანობას.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველომ გასული წლის მეოთხე კვარტალი 750 960 ლარიანი მოგებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ბანკის მიერ ქართული ბაზრის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელსაც გავრცელდა. მაშინ მიზეზად ვალის რესტრუქტურიზაციის პროგრამა სახელდებოდა, რის შესახებაც ბანკმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დაწერა, თუმცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. ამჯერად აზერბაიჯანული მედია ინფორმაციას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მენეჯმენტმა 14 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. ქართული წარმომადგენლობის კომენტარს bm.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

























