მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის საპროცესინგო ცენტრები რუსული MIR-ის ბარათებს არ იღებენ - ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი

MIR

აზერბაიჯანის საპროცესინგო ცენტრები AzeriCard და MilliKart რუსული MIR-ის ბარათებს არ იღებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე მარეგულირებელი ბარათების მიღებას არც ხელს უწყობდა და არც კრძალავდა.

„ეს ქვეყანაში მოქმედი თითოეული საფინანსო ინსტიტუტის კომერციული ბიზნესგადაწყვეტაა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ AzeriCard და MilliKart-ის ქსელში MIR-ის ბარათები არ მიიღება“, - განაცხადა კაზიმოვმა.

BM.GE-ის აზერბაიჯანის ბიურო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მანამდე განაცხადა, რომ აზერბაიჯანში MIR-ის ბარათების გამოყენება VTB-ის ბანკომატებშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები