მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის საზღვრამდე მიმავალი ახალი მაგისტრალის ასაშენებლად მთავრობა მიწების ექსპროპრიაციას იწყებს

კახეთის მაგისტრალი

ეკონომიკის სამინისტრომ აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი რუსთავი - წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.

აღნიშნული გზა ორ ლოტად არის დაყოფილი, მათ შორის პირველი ლოტია რუსთავი-ალგეთის 21-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი, ხოლო მეორე ლოტია ალგეთი წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) 10.9-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი.

ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულების უდიდეს ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები