აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოავლინეს ირანის გუშაგთა კორპუსის ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე (BTC) თავდასხმას გეგმავდა
აზერბაიჯანული მედია წერს, სამიზნე ნავთობსადენის გარდა ასევე იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, სინაგოგა და ასევე ებრაული თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემა აღკვეთა.

























