აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სომხეთში რკინიგზით მორიგი ტრანზიტული ტვირთი გაიგზავნა.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ-ქესიკის მიმართულებით რუსეთიდან მომავალი 1 108 ტონა ხორბლითა და 273 ტონა ქერით დატვირთული სულ 15 ვაგონი გაემართა.
რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის გააქტიურების ფონზე, აზერბაიჯანის გავლით სომხეთში უკვე გადაზიდულია:
- მარცვლეული: 47,000 ტონაზე მეტი
- სასუქი: 9,000 ტონა
- სხვა ნედლეული: 1,136 ტონა პროპანი, 1,114 ტონა ნახშირი, 133 ტონა ალუმინი და 67 ტონა მერქანი.
პარალელურად, უშუალოდ აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტზე უკვე გავიდა 15,000 ტონამდე დიზელის საწვავი და AI-92/AI-95 მარკის 5,000 ტონამდე ბენზინი.




























