სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა.
ამჯერად, ქვეყნების ლიდერი ერთმანეთს დუბაიში შეხვდებიან და სამშვიდობო მოლარაპაკებების შემდეგ რაუნდს გამართავენ. როგორც ცნობილია, 2023 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეს ორი ქვეყანამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზას დაადგა.
აღსანიშნავია, რომ მარტში მხარეებმა სამშვიდობო დოკუმენტის მიღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა აზერბაიჯანულ მხარეს სურს, ვიდრე საბოლოო შეთანხმება გაფორმდება, კიდევ რამდენიმე საკითხი დააზუსტოს. მათ შორისაა, სომხური მხარის მიერ კონსტიტუციიდან იმ მუხლების ამოღება, რომლებიც აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე პრეტენზიას ეხება.
ალიევის ადმინისტრაციას ასევე სურს, სომხეთმა ევროპის მონიტორინგის მისია გაიწვიოს და დაშალოს მინსკის ჯგუფი, რომელიც, აზერბაიჯანული მხარის შეფასებით, ბოლო ათწლეულები სომხეთის ინტერესებს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ორ მხარეს შორის დიპლომატიური შეხვედრის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა. ქვეყანას სურს, ხელი შეუწყოს სამხრეთ-კავკასიურ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის დამყარებას.
იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ არსებობს უთანხმოებები, დუბაიში დაგეგმილი შეხვედრა დადებით ნაბიჯად აღიქმება. მხარეები მზად არიან, მშვიდობის დამყარებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგან. ეს კი აჩენს მოლოდინს, რომ კავკასიის ამ ერთ-ერთი პრობლემურ მხარეში მაინც დაისადგურებს სიმშვიდე. თუმცა არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დუბაიში ხელშეკრულება გაფორმდება. მიზეზი მარტივია - პაშინიანის ხელისუფლებას არ აქვს პარლამენტში იმხელა გავლენა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელოს. არც იმის გარანტია არსებობს, რომ მომავალ წელს ჩანიშნულ არჩევნებში პაშინიანი ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს. კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხის მიღმა, სომხურ მხარეს რამდენიმე მოთხოვნის შესრულების რესურსი მაინც აქვს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პაშინიანის ხელისუფლება, ეს ამჯერად უცნობია.




























