მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა

გაერთიანებული საემიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბაქოს საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მუჰამედი ეწვია. ორმა მხარემ ჯამურად 14 შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელთა მიზანიც ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ბაქოში დაფუძნებული მსხვილი გემთმშენებელი კომპანია Baku Shipyard-ი გაერთიანებული საამიროებისთვის კონტეინერების გადამზიდ ორ დიდ გემს დაამზადებს.

ამასთან, გაირკვა, რომ საამიროები სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებაში ინვესტიციას ჩადებს. შეთანხმებები ასევე შეეხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, თუმცა ამის შესახებ მეტი დეტალი არ გავრცელებულა.

ეკონომიკური პარტნიორობის ფარგლებში, ორი ქვეყნის საინვესტიციო კომპანიები ერთობლივ პროექტებსაც წამოიწყებენ. ამასთან, როგორც აზერბაიჯანში, ისე გაერთიანებულ საამიროებში შეიქმნება “მწვანე ზონები”, სადაც ორი სახელმწიფოს კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა პროექტებს განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები