მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა ევროპაში თხილის ექსპორტი გაზარდა

5cec1ae13c767
მიშა ხაჩიძე
28.05.19 09:50
731
აზერბაიჯანმა ევროპის ქვეყნებში თხილის ექსპორტი გაზარდა.

azernews-ის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან ევროპაში $38.37 მილიონი დოლარის ღირებულების 7,060 ტონა თხილის ექსპორტი განხხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივად 57.3%-ით მეტია, ხოლო ფინანსური კუთხით - 61.8%-ით მეტი.

აზერბაიჯანული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზრები იტალია, გერმანია და რუსეთია.

კერძოდ, იანვარი-მარტის მონაკვეთში, რუსეთში ექსპორტზე 3,213 ტონა თხილი გაიტანეს, იტალიაში - 1,710 ტონა, ხოლო გერმანიაში 1,450 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.

2018 წელს კი, მთლიანობაში აზერბაიჯანიდან 18,223 ტონა თხილი იქნა ექსპორტირებული, რომლის ჯამური ღირებულებაც $93.5 მილიონს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები