მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა Formula 1-ის შეჯიბრზე დასასწრებად სავიზო პროცედურები გაამარტივა

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 2024 წელს დაგეგმილი „ფორმულა 1“-ის გრანდ პრის შეჯიბრზე ჩადიან სავიზო პროცედურები მარტივდება. შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებიც აზერბაიჯანში ფორმულა 1-ზე დასასწრებად ჩადიან 15 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ვიზის მიღება აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტებში შეეძლებათ.

ვიზის გაცემისთვის კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ აკრედიტაციის ბარათი, რომელიც ადასტურებს აკრედიტაციის გავლას Formula One Management Limited-ის და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წესების მიხედვით, ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც აკრედიტაციის გავლას ადასტურებს.

მათ შეიძლება ჰქონდეთ ასევე საოპერაციო კომპანია „ბაქოს საქალაქო რგოლის“ აკრედიტაციის ბარათი. „ფორმულა 1“-ზე დასასწრები ბილეთი.

ბაქო 2024 წლის აზერბაიჯანის Formula-1-ის გრანპრის 13-15 სექტემბერს უმასპინძლებს. ბაქოს რბოლა მერვედ გაიმართება და ახალ სეზონში წარმოდგენილ 24 რბოლას შორის იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები