მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა

60a20d2069887
მადონა გასანოვა
17.05.21 10:25
1057
2020 წელს აზერბაიჯანში ნარჩენების ჯამურმა რაოდენობამ 3486.5 ათასი ტონა შეადგინა. ენერგორესურსებით მდიდარმა ქვეყანამ, ნარჩენების 25% ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აზერბაიჯანმა 200.6 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, ხოლო, სამრეწველო და სხვა ეკონომიკური სექტორების მიერ წარმოებული ნარჩენების 24.6% ნედლეულად იქნა გამოყენებული.

2020 წელს, აზერბაიჯანში ნარჩენების საერთო რაოდენობამ 3486.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.4%-ით აღემატება, 2019 წლის მაჩვენებელს. ამათგან, 67.4% მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი იყო, ხოლო 32.6% საწარმოთა საქმიანობების შედეგად იქნა მიღებული, ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს კვლევაში.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების 74.5%, ანუ 2350.0 ათასი ტონა, ნაგავსაყრელზე განთავსდა, 25% ენერგიის გამოსამუშავებლად იქნა გამოყენებული, დარჩენილი, 0.5% ქვეყნის შიგნით რეალიზდა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შედეგად, ქვეყანაში 2020 წელს 200.6 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 2.4%-ით აღემატება.

სამრეწველო და სხვა ეკონომიკური სექტორების მიერ წარმოებული ნარჩენების 24.6% ნედლეულად იქნა გამოყენებული, საწარმოების მიერ. 20.7%-ის რეალიზაცია ქვეყნის შეგნითვე მოხდა, 1.8% ექსპორტზე გავიდა, 8.4% ნაგავსაყრელზე განთავსდა, ხოლო 44.5% თავად საწარმოებში დარჩა.

აზერბაიჯანში მავნე ნარჩენების რაოდენობა 2020 წელს 317.2 ათასი ტონა იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.1%-ით ჩამოუვარდება. მათი წილი ნარჩენების მთლიან მოცულობაში 9.1%-ია. მავნე ნარჩენების 53.8% სამთო-სამრეწველო საწარმოების მიერ გამომუშავდა, რომელთა დიდი წილიც ბაქოში მდებარეობს. ქვეყანაში შარშან, ჯამში 61.4 ათასი ტონა მავნე ნარჩენების სრული ნეიტრალიზაცია მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები