მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა რუსულ საკოორდინაციო სისტემაზე უარი თქვა და საერთაშორისო მოდელზე გადავიდა

ალიევი
BM. GE
21.07.25 23:23
7254

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საერთაშორისო საკოორდინაციო სისტემაზე გადაყვანის განკარგულება გამოსცა. WGS-84, რომელზეც ყველასთვის კარგად ნაცნობი GPS-ის ტექნოლოგია დგას, ამიერიდან რუსულ SK-42-ს ჩაანაცვლებს.

ბუნებრივია, GPS-ს სამოქალაქო საჭიროებისთვის ადამიანები აქამდეც იყენებდნენ, თუმცა სახელმწიფო დონეზე მსგავსი ტექნოლოგიის შემოღება და რუსულ ანალოგზე უარის თქმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ზოგადად, WGS-84-ის საკოორდინაციო სისტემა არამარტო სატრანსპორტო საშუალებებში, არამედ გეომეტრიაში, ტოპოგრაფიაში, კარტოგრაფიასა და გეოდეზიაში გვხვდება.

სავარაუდოდ, ცვლილებების დაანონსებამდე დაწყებული პროექტები ძველი მოდელითვე დასრულდება. რაც შეეხება ახლებს, ყველა მათგანზე მუშაობა საერთაშორისო საკოორდინაციო სისტემაზე დაყრდნობით მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები