მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა ივლისამდე გადადო

აზერბაიჯანის საზღვარი

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა 2026 წლის ივლისამდე გადადო. ქვეყნის პრემიერის ალი ასადოვის ბრძანებით, Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ ამჯერად 2026 წლის ზაფხულამდე გადავადდება.

აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათ შორის, საქართველოსთან 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი.

სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა და აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები