მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა ოქტომბრამდე გადადო

649994e09a8ec
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 17:46
2004
აზერბაიჯანმა განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ გადავადდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილ შესაბამის დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დადგენილების მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავის არიდებისა და მისი გამომწვევი შედეგების თავის არიდების მიზნით, აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2023 წლის 2 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა.

„ეხოკავკაზას“ ცნობით კი, მანამდე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედება 1 ივლისამდე იყო განსაზღვრული. ქვეყნის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა ჩაკეტილი. საკარანტინო რეჟიმის ზომებიდან ქვეყანაში ამ დროისთვის მხოლოდ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრების შეზღუდვა მოქმედებს. აზერბაიჯანში შესვლა და ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში თურქეთთან ნახიჩევანის საზღვარი წარმოადგენს, მაგრამ მისი გადაკვეთა მხოლოდ აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც ნახიჩევანში ჩაწერის მოწმობა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები