აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას Socar რუსეთისგან წელიწადში 3-დან 5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენა სურს. როგორც სოკარის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ეტაპზე აზერბაიჯანი რუსეთის პასუხს ელოდება, თუმცა მოლაპარაკებებში კონკრეტული პროგრესი ჯერ-ჯერობით მიღწეული არაა.
Socar-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული გაზი ხელს შეუწყობს აზერი-ჩირაგი-გუნეშლის საბადოზე ბუნებრივი აირის მოპოვების სტაბილურობას.
"დამატებითი მოცულობები საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს რეზერვუარების ინექცია და ასევე ხელი შეუწყოს გაზსაცავის ტევადობის შემოწმებას“, - განაცხადა აბდულაევმა.

























