მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში "ბიუ-ბიუს" ექსპორტი გაორმაგდა

5b631b494a276
მაია ბიწაძე
02.08.18 19:20
761
კომპანია "ჩირინამ" აზერბაიჯანში ქათმის ხორცის ექსპორტი გააორმაგა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. აზერბაიჯანში თვეში 600 ტონა ქათმის ხორცი გაიგზავნება. გარდა ამისა, დიდი მოთხოვნაა სხვა ქვეყნებიდანაც.

"თვეში 1200 ტონა ხორცს ვაწარმოებთ, რომელიც ძირითადად საქართველოში იყიდებოდა, ბოლო 6 თვეა კი ექსპორტი აზერბაიჯანშიც გაიზარდა და ამჟამად ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზს გაყიდვებში 50-50%-იანი წილი უკავია. დიდი მოთხოვნაა კატარიდან, ერაყიდან, აქედან გამომდინარე უკვე დავიწყეთ ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელიც 2020 წლის მარტში ამოქმედდება", - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

"ჩირინას" ახალი საწარმო სართიჭალაში შენდება და მასში 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამით კომპანია, ქათმის ხორცის წარმოებას წელიწადში 20 ათას ტონამდე გაზრდის, რაც ამჟამად დაახლოებით 12 ათასი ტონაა. ახალი საწარმოს ამუშავების შემდეგ, კომპანიას საშუალება ექნება იმპორტის ნაწილი ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები