აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი გეგმავს, რომ მისი ფული - მანათი ქაღალდის ნაცვლად, ახალ პოლიმერულ მატერიაზე დაბეჭდოს. პლასტიკატის (პოლიმერული) ფული დღეს სულ უფრო მეტ ქვეყანაში იმკვიდრებს ადგილს და მას ქვეყნები ტრადიციული ქაღალდის ფულის უფრო გამძლე ალტერნატივად იყენებენ.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სწორედ ამის შემდეგ, შესაძლოა საქართველოს მეზობელი ქვეყანა ბანკნოტებისათვის პოლიმერულ მასალაზე გადასვლის შესაძლებლობა განიხილოს, რომელიც უფრო მდგრადი და დაცულია.
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ცნობით, საერთაშორისო პრაქტიკაში ჰიბრიდული მატერია გამოიყენება, იმისათვის რომ, ბანკნოტების ვადა გახანგძლივდეს და გაყალბება თავიდან იქნას აცილებული.
პოლიმერული ბანკნოტებით ქაღალდის ფული უკვე ჩაანაცვლეს ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩილეში, მექსიკაში, ბოცვანასა და სხვა ქვეყნებში.
ექსპერტების ცნობით, აზერბაიჯანული ფულის ბანკნოტების გამოყენების ვადა, საშუალოდ, 3-5 წელს შეადგენს, ხურდების კი 20 წლამდე.

























