მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში "კავკასიის განვითარების ბანკი" და Atrabank გაკოტრდა

57b477d431c64
BM.GE
17.08.16 18:40
1709
აზერბაიჯანში კიდევ 2 ბანკი გაკოტრდა. Atrabank-ს და „კავკასიის განვითარების ბანკს“ ლიცენზია ზამთარში შეუჩერდათ, დღეს კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ბანკი გაკოტრებულად გამოცხადდა. ბანკების ლიკვიდატორად აზერბაიჯანული ADİF დაინიშნა. ბანკებისთვის ლიცენზიის შეჩერების მიზეზად მათი მხრიდან კრედიტორების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები და არასაკმარისი ლიკვიდობა დასახელდა.

„კავკასიის განვითარების ბანკის“ შვილობილი სს კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო თბილისში დაფუძნდა 2013 წელს. ბანკი წარმოადგენს სს კავკასიის განვითარების ბანკის (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი) თბილისის ფილიალის სამართალმემკვიდრეს, რომელიც შეიქმნა 1999 წელს.

2013 წელს მოხდა ფილიალის ლიკვიდაცია და მისი აქტივები მთლიანად გადაეცა ბანკს. ბანკის ერთადერთი აქციონერია აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში მოქმედი ბანკი სს კავკასიის განვითარების ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები