მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანში ქართული ქათმის ექსპორტი დაიწყება – რევაზ ვაშაკიძის გეგმები

5c9e15334088a
ლევან თაღიაშვილი
30.03.19 10:00
1161
"ჩირინას" დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, დაახლოებით 2 თვეში, აზერბაიჯანში ქართული კომპანია დაფუძნდება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ნაწარმს გაყიდის.


"2 თვეში გავხსნით კომპანიას აზერბაიჯანში, რომელიც გააკეთებს ჩვენი ქათმის ექსპორტს, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია. აზერბაიჯანელებს ქართული ქათამი გემოთი მოწონთ", - განაცხადა ვაშაკიძემ.


მისი თქმით, ქართული კომპანია ადგილობრივი პარტნიორებისგან დამოუკიდებლად, გაიხსნება, რომელიც აზერბაიჯანის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. რაც შეეხება თანამშრომლებს, კომპანიაში აზერბაიჯანელები იმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები