მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანული PASHA Bank-ი ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდ მოგებაზე გავიდა"

580b409f99774
BM.GE
22.10.16 18:25
1794
აზერბაიჯანული PASHA Bank-ი ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდ მოგებაზე გავიდა,- ინფორმაციას აზერბაინაჯული მედია ბანკის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ტალეხ კიაზიმოვის განცხადებით, 2016 წლის პირველ ნახევარში, ბანკის მოგებამ 24,4 მილიონი მანათი შეადგინა, რაც ბანკის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მისივე ინფორმაციით, ბანკის შვილობილმა ორივე კომპანიამ თურქეთსა და საქართველოში წლის პირველი ნახევარი მოგებით დაასრულა.

„ჩვენი თურქული შვილობილი კომპანიის PASHA Yatırım Bankası-ის აქტივებმა 400 მილიონი ლირა შედაგინა, საიდანაც მოგება 6,7 მილიონი ლირა იყო. რაც შეეხება ქართულ შვილობილს, PASHA Bank Georgia-ს, ბანკის აქტივებმა 300 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან მოგება 2,2 მილიონი ლარი იყო“,- განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შედეგად ბანკის აქტივებმა 2,2 მილიარდი მანათი შეადგინა. წლის ბოლომდე PASHA Bank-ი 40 მილიონი მანათის მოგებას ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები