მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანულმა Mister Decor-მა საქართველოში შპალერის ექსპორტი დაიწყო

მისტერ დეკორი

აზერბაიჯანულმა შპს „მისტერ დეკორმა“ 2024 წელს საქართველოში შპალერის ექსპორტი დაიწყო და სამომავლოდ ექსპორტის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ულვი მაჰმუდოვმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია 2025 წლისთვის თავისი პროდუქციის 30%-ის საქართველოში ექსპორტს გეგმავს და იმედოვნებს, რომ მაჩვენებელი 2026 წლისთვის უკვე 50%-ს მიაღწევს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ექსპორტზეც.

კომპანიის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ გეგმებში საწარმოო სიმძლავრის ზრდა შედის.

"ამჟამად ქარხანა, სადაც 30 დასაქმებულია, ყოველდღიურად აწარმოებს 2500-დან 3000-მდე რულონ შპალერს. აღჭურვილობის მეორე ნაკრები უკვე შეძენილია და ველოდებით მის მოწოდებას. დამონტაჟება მარტში იგეგმება, რაც 70 ადამიანამდე გაზრდის მუშახელს, ხოლო წლიურ წარმოებას 2 მილიონ რულონამდე გავზრდით",- განაცხადა ულვი მაჰმუდოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები